ფეხბურთი

11:42 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბადშტუბერი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი 2012 წლის დეკემბერში მიღებულ მძიმე ტრავმას კვლავ მკურნალობს და როდის დაუბრუნდება მოედანს, თავადაც არ იცის. გერმანელმა უკანახაზელმა ბუნდესლიგის ოფიციალურ საიტს განუცხადა, რომ კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს და მოედანზე დაბრუნებას გეგმავს.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემი თამაში გამორიცხულია. როგორ განვითარდება ჩემი კარიერა? ექიმები მარწმუნებენ, რომ როცა იქნება, ჯანმრთელობა აღმიდგება და ეს ტრავმა თამაშში ხელს აღარ შემიშლის”, - განაცხადა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ ბადშტუბერი მუხლის ტრავმას იშუშებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110598