მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალურმა მცველმა ჰოლგერ ბადშტუბერმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა. ბავარიული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქირურგებმა თავიანთი საქმე კარგად შეასრულეს, წინ კი ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესია.
შეგახსენებთ, მუხლის ჯვარედინი მყესების დაზიანება ბადშტუბერისთვის მოკლე პერიოდში მიღებული მეორე უმძიმესი ტრავმაა და ერთხანს ფეხბურთელის სპორტული კარიერაც კი ეჭვქვეშ იდგა, მაგრამ ამ მხრივ სანერვიულო უკვე აღარაფერი ყოფილა. მედიკოსების ბოლო განცხადებით, ფეხბურთელი მინდორს დაახლოებით 10 თვეში დაუბრუნდება.