საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის მეოთხედფინალური სერიის აწ უკვე დასრულებული “არმია”_“დინამოს” დაპირისპირების მსგავსად, “რუსთავი”–“ქუთაისი-2010”-ის მეოთხედფინალური სერიაც უაღრესად დაძაბულად მიმდინარეობს.
ქუთაისში 77:73 მოგების შემდეგ “რუსთავი” სერიაში 1:0 დაწინაურდა და ნახევარფინალამდე ერთი მოგებაღა აშორებდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ “რუსთავი” მეორე შეხვედრას საკუთარ მოედანზე ატარებდა, მიხეილ ბერუაშვილის შეგირდები მიზანთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენეს. “ქუთაისი-2010”-მა შეძლო რევანშის აღება, გაიმარჯვა 79:75 და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
მე-3 გადამწყვეტი შეხვედრა 29 აპრილს, ისევ რუსთავში, ამჯერადაც 18:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულ წყვილში გამარჯვებულს ნახევარფინალში საქართველოს თასის მფლობელი “შსს აკადემია” ელის.
სტუმართა გამარჯვებაში ლომის წილი “ქუთაისი-2010”-ის უკანახაზელმა თეიმურაზ ბაბუნაშვილმა შეიტანა. ძირითადი დროის დასრულებამდე 9 წამით ადრე მასპინძლები 75:72-ს იგებდნენ. ბაბუნაშვილმა ჯერ სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა, 5 წამის შემდეგ შორეული ორქულიანით თანაგუნდელები დააწინაურა – 77:75, ბოლოს კი ქვემოქართლელთა ლიდერ ნათან ბოუის ბურთი აართვა და აკრძალული ილეთით შეაჩერეს. “ბაბუნამ” (ბაბუნაშვილის მეტსახელი) საჯარიმოებიც ზუსტად შეასრულა და აღნიშნული შეხვედრის საბოლოო ანგარიში – 79:75 დააფიქსირა.
თამაში არ წაუვიდა “ქუთაისი-2010”-ისა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელ რიჩარდ მათიაშვილს, რომელიც მხოლოდ 5 ქულითა და 6 მოხსნით დაკმაყოფილდა.
დღევანდელი შეხვედრის პირველმა მეოთხედმა, რომელიც სტუმრებმა 20:17 მოიგეს, გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. ამის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ. იყო მომენტი, როცა “რუსთავი” 15 ქულითაც კი დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ “რუსთავმა” ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება, “ქუთაისი-2010” კი გააქტიურდა, ანგარიში ჯერ გაათანაბრა, შემდეგ დაწინაურდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი - 23 ქულა ბაბუნაშვილმა დააგროვა. მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი ნათან ბოუის ანგარიშზე 18 ქულა დაფიქსირდა. ბოუის თანაგუნდელმა კაელ ნელსონმა 11 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||