“ბეშიქთაშის” სენეგალელი თავდამსხმელი დემბა ბა აღიარებს, მას ზაფხულის სატრნსფერო ფანჯრის დროს არა თურქეთში, არამედ ლონდონის “არსენალში” გადასვლა უნდოდა.
“ბეშიქთაშში” ბედნიერი ვარ, მაგრამ ყველამ იცის, რომ “არსენალში” გადასვლა მინდოდა. ეს საიდუმლო არავისთვის ყოფილა.
იყო დრო, როდესაც “არსენალს” ვგულშემატკივრობდი და ტიერი ანრის თამაშს თვალს ყურადღებით ვადევნებდი.
გასულ ზაფხულში, ჟოზე მოურინიომ ჩემი გუნდში დატოვების სურვილი გამოთქვა, მაგრამ ამჯერად მან მითხრა, რომ წასვლა შემეძლო.” – განაცხადა დემბა ბამ, რომელიც “ბეშიქთაშში” მიმდინარე წლის ივლისში, “ჩელსიდან” 8 მილიონ ფუნტად გადავიდა.