ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველ ედენ აზარს უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მეტოქედ მადრიდის “რეალი” ან კატალონიის “ბარსელონა” სურს. ბელგიელს კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის წინააღმდეგ თამაში აინტერესებს.
“პირადად ჩემთვის, საუკეთესო ფეხბურთელების – რონალდუსა და მესის წინააღმდეგ თამაში ძალიან საინტერესოა. მათ დონემდე მისვლის პერსპექტივა მაქვს
. მესისა და რონალდუს ბევრი მატჩი მინახავს და მინდა, მათ დონეზე ვითამაშო. ხანდახან, კარგად ვთამაშობ, მაგრამ გოლი ვერ გამაქვს. იმისათვის, რომ საუკეთესო იყო, ბევრი გოლია საჭირო”, - განუცხადა აზარმა ბრიტანულ მედიას.
შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალების კენჭისყრა პარასკევს ჩატარდება.