ბაქოს აზალ-ს, თბილისის “დინამოს” ნახევარმცველ გიორგი ჯანელიძის შეძენა აღარ აინტერესებს. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ აზალ-ის მთავარმა მწვრთნელმა ტარლან ახმედოვმა ინტერნეტპორტალ azerifootball.com-თან ინტერვიუში განაცხადა.
- საქართველოში თქვენი წასვლის მიზეზი რა იყო?
- რამდენიმე ფეხბურთელზე დასაკვირვებლად გავემგზავრე. “დინამოს” თამაში ვნახე. ძირითადად მსურდა, თბილისური გუნდის გამთამაშებელ გიორგი ჯანელიძეს დავკვირვებოდი. თუმცა, მთავარმა მწვრთნელმა ის არ ათამაშა. რატომ? არ ვიცი.
- ჯანელიძესთან მოლაპარაკებას აგრძელებთ, თუ არა?
- მასთან მოლაპარაკება შევწყვიტეთ. იმედი მქონდა, რომ მთავარი მწვრთნელი 15 წუთი მაინც ათამაშებდა და დავაკვირდებოდი. არ გამოვიდა. ფეხბურთელების თამაშის ვიდეოჩანაწერებით შეფასება არ მინდა.
- ადრე თქვით, რომ ესპანელი ფეხბურთელი ჩისკოც გაინტერესებთ...
- მის თამაშსაც დავაკვირდი. ადრეც აღვნიშნე, რომ ჩისკოს ზედმეტი წონა აქვს და ასაკოვანი ფეხბურთელია.
- საქართველოში კიდევ რომელ მოთამაშეს დააკვირდით?
- “ზესტაფონის” შემადგენლობაში ნიგერიელი საყრდენი ნახევარმცველი ნამაეკა აჯურუა. ის გვაინტერესებს და დასაკვირვებლად შეკრებაზე გამოვიძახებთ. ამის შემდეგ გადავწყვეტთ: დარჩება, თუ არა.