ბოლო დღეებში ლუკას პოდოლსკის გარშემო არსებულ ჭორებს ბოლო აღარ უჩანს, აი, ახალი ვერსია - გერმანული “ვოლფსბურგი” ლონდონის “არსენალის” შემტევით დაინტერესდა – იუწყება Metro.
პოლონური წარმოშობის ფეხბურთელით, “მგლების” გარდა, იტალიური “იუვენტუსი,” თურქული გრანდები “გალათასარაი” და “ბეშიქთაში” დაინტერესდნენ. ლუკასს “მეთოფეებთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს, ხოლო სატრანსფერო თანხა დაახლოებით 20 მილიონი ევროა.
პოდოლსკი “არსენალში” 2012 წლიდან თამაშობს და 69 ჩატარებულ შეხვედრაში 28 გოლის გატანა მოახერხა.
ირაკლი ალიმბარაშვილი