საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა, სადაც 4 აპრილს, ევროპის ოცწლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩში
საქართველოს ნაკრები პირველ ჯგუფშია ესპანეთთან, ნორვეგიასა და მონტენეგროსთან ერთად. სულ კვალიფიკაციას 32 ქვეყანა თამაშობს. პირველი 5 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე 2-2 გუნდი გადის, ხოლო 6-8 ჯგუფებიდან – მხოლოდ გამარჯვებულები. პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მოხვდნენ მასპინძელი ავსტრია, ასევე გერმანია და შვედეთი.
ნაკრების მწვრთნელებმა ბექა ორჯონიკიძემ, ლევან გელაშვილმა და ჯორჯე რაშიჩმა საბოლოო შემადგენლობა გამგზავრების წინადღეს დაასახელეს. გუნდში 14 მოთამაშეა საქართველოს 5 კლუბიდან – 2 მეკარე, 5 ინსაიდი, 4 გარემარბი და 3 პივოტი.
სამივე თამაშის პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი გადმოიცემა ევროპის ხელბურთი ფედერაციის ვებგვერდზე.
ახალგაზრდული ნაკრები ესპანეთში
მეკარეები: ჯონი ცერცვაძე (1994, სტუ), არჩილ სამიტაშვილი (1994, თელავი).
უკანა სამეული: ზურაბ სიმონია (1994, სტუ), შალვა სტურუა (1994, სტუ), თემურ ორჯონიკიძე (1996, სტუ), ალექსანდრე ცხვარაშვილი (1996, პეგასი), გივი გიორგაძე (1996, იმედი).
გარემარბები: ზურაბ აბრამიშვილი (1994, სტუ), ირაკლი გოგოლაძე (1996, სტუ), ომიკო ალანია (1995, იმედი), იოსებ სამიტაშვილი (1994, თელავი).
ხაზი: გიგა კოხრეიძე (1996, პეგასი), ჯაბა ხაჟომია (1996, სამტრედია), ლაშა არსენაშვილი (1997, სტუ).
მწვრთნელები: ბექა ორჯონიკიძე, ლევან გელაშვილი, ჯორჯე რაშიჩი.
ექიმი: ლევან ლინნიკი.
ევროპის 20წ ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
4 აპრილი, 19:45 საქართველო –
5 აპრილი, 21:15 საქართველო – ნორვეგია
6 აპრილი, 20:15 საქართველო – ესპანეთი
ფინალურ ეტაპზე გადის 2 გუნდი
ფინალი: 24 ივლისი-3 აგვისტო, 2014 ავსტრია
www.geohandball.ge