სხვა

21:31 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ოლიმპიელებმა ფიცი დადეს

რამდენიმე საათში ქართული სპორტული დელეგაცია ჰოლანდიაში გაემგზავრება, სადაც 14-20 ივლისს, ქალაქ უტრეხტში ევროპის ზაფხულის XII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრებაში 27 ქართველი სპორტსმენი ჩაერთვება, სპორტის ხუთი სახეობიდან (ძიუდო, მძლეოსნობა, ჩოგბურთი, ველოსპორტი, ცურვა).

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში წინასაფესტივალო პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ქართული დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო. მათ სეოკ-ისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები მიესალმნენ და წარმატება უსურვეს.

“ეს შეჯიბრება დიდი ოლიმპიური მწვერვალისკენ მიმავალი გზის დასაწყისია და მასზე წარმატებული გამოსვლა უდიდესი სტიმული მომავალი წარმატებებისთვის. ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველო მეთორმეტედ გამოდის. აქამდე 50 მედალი გვაქვს მოპოვებული და იმედია, ეს რაოდენობა უტრეხტში საგრძნობლად გაიზრდება. მინდა გზა დაგილოცოთ და შინ მედლებით დაბრუნება გისურვოთ” – მიმართა სპორტსმენებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა 1993 წელს ჩატარებული პირველი ახალგაზრდული ფესტივალი გაიხსენა, როდესაც საქართველოში სპორტისთვის არავის ეცალა, მაგრამ სპორტული დელეგაციის გამგზავრება მაინც მოხერხდა. ზენაიშვილმა დამსწრეთ უტრეხტში წამსვლელი გუნდის სრული სია გააცნო და აცნობა, რომ გახსნის ცერემონიალზე ქართული დელეგაციის მედროშე ევროპის ჩემპიონი ძიუდოისტი მარიამ ჯანაშვილი იქნება.

სპორტსმენებს სეოკ-ის ვიცეპრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა, სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა რობერტ შავლაყაძემ და საქართველოში ჰოლანდიის საკონსულოს წარმომადგენელმა მიმართეს.

პრესკონფერენციის მიწურულს ქართული გუნდის სახელით ოლიმპიური ფიცი ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ დადო. ბოლოს კი დელეგაციეს წევრები თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ხაჩიძემ შეჯიბრების ლოგოთი დამშვენებული კეპებით დაასაჩუქრა. ცნობისთვის, უტრეხტის ფესტივალს თბილისი 2015-ის 9-კაციანი დელეგაცია სადამკვირვებლო მისიით დაესწრება. ფესტივალის მიწურულს კი ისინი ჰოლანდიელთაგან ოლიმპიურ დროშას ჩაიბარებენ.

 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა

ვროპის ახალგაზრდობის ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალში

(უტრეხტი, ჰოლანდია 2013 წლის 13-20 ივლისი)

 

ცურვა

1.      ვაშაკიძე აკაკი

2.     აბზიანიძე გიორგი – მწვრთნელი

ველოსპორტი

1.      არაბიძე გიორგი

2.     ახმაევი სულხანი

3.     აბიაშვილი კობა _ მწვრთნელი

ჩოგბურთი

1.      ახალკაცი ანა

2.     ბოლქვაძე მარიამი

3.     მეტრეველი ირაკლი

4.     თავაძე გუგა

5.     კვერნაძე დავითი _ მწვრთნელი

მძლეოსნობა

1.      აბულაშვილი თემური _ ბადროს ტყორცნა   

2.     უშიკიშვილი ნათელა _ ბადროს ტყორცნა

3.     ონიანი გიორგი _ უროს ტყორცნა

4.     მათიაშვილი სოფიო _ უროს ტყორცნა

5.     მაღლაკელიძე გოგა _ სამმხტომი

6.     ძაგნიძე მარი _ სიგრძეზე ხტომა

7.     მუჯარიძე გიორგი _ ბირთვის კვრა

8.     მარტინენკო მარიამი _ 400 მ

9.     მახარაძე ვასილი _ მწვრთნელი

10.     ბერიშვილი ვასილი _ მწვრთნელი

ძიუდო

1.      ჭიკაიძე გიორგი _ 50კგ

2.     არხოზაშვილი ერეკლე _ 55კგ

3.     კაციაშილი გიორგი _ 60კგ

4.     მამარდაშვილი სიმონი _ 66კგ

5.     კირაკოზაშვილი თამაზი _ 73კგ

6.     კვირიკაშვილი იესო _ 81კგ

7.     გველესიანი გიორგი      _ 90კგ

8.     ძებისაშვილი გიორგი _ +90კგ

9.     მარგიანი სალომე _ 48კგ

10.     ჯანაშვილი მარიამი _ 52კგ

11.     შოთაძე გურანდა _ 57კგ

12.     ჯანაშვილი ხატია _ 63კგ

13.     ცირეკიძე ირაკლი _ მწვრთნელი

14.     მოცრაძე კახა _ მწვრთნელი

ადმინისტრაცია

1.      ესაკია გიორგი

2.     აფციაური რუსუდანი

3.     კახაბრიშვილი ზურაბი

4.     ბერიძე კახაბერი

ოფიციალური დელეგაცია

1.      ხაბელოვი ლერი _ სეოკ-ის პრეზიდენტი

2.     ზენაიშვილი ემზარი _ სეოკ-ის გენ. მდივანი

3.     თევზაძე თამაზი _ სპ. და ახ. საქმეთა მინისტრის მოადგილე

4.     ახვლედიანი ალექსანდრე _ მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი

5.     მიქელაძე გვანცა _ მძლეოსნობის ფედერაცია

6.     ნაცვლიშვილი პაატა _ ჟურნალისტი

 

0.061599