კალათბურთი

17:45 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ათუაშვილმა, შესაძლოა, „რუსთავში“ ითამაშოს

ქართული კალათბურთის ისტორიაში ყველაზე ტანმაღალმა, 223 სმ სიმაღლის ცენტრალურმა თავდასხმელმა სერგო ათუაშვილმა, შესაძლოა, სუპერლიგის მონაწილე „რუსთავში“ ითამაშოს. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელის ოთარ ხმელიძის თანაშემწე ბადრი კიკვიძემ განუცხადა. შეგახსენებთ, რომ ათუაშვილმა 2012-13 წლების სეზონი „სოხუმში“ დაასრულა. წლევანდელ სეზონში კი თამაშს კუვეიტის ერთ-ერთ კლუბ „ალ-არაბიში“ აპირებდა, მაგრამ მხარეები კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და მათი გზები გაიყარა.

0.120366