მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელობას ბრაზილიელი მცველის – მირანდას შენარჩუნება სურს. “მარკას” ცნობით, უკანახაზელს მსურველები საკმარისად ჰყავს, მაგრამ მადრიდელებს ფეხბურთელი არ ეთმობათ.
“ატლეტიკო” მირანდაში 30 მილიონ ევროს ითხოვს და ჯერჯერობით, ამხელა თანხას არავინ იხდის. 29 წლის მცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა სწორედ 30 მილიონი ევროა.
თავად ფეხბურთელი “ატლეტიკოდან” აბარგების სურვილს არ გამოთქვამს, მაგრამ მომგებიანი წინადადების შემთხვევაში, კლუბი მის გასხვისებაზე უარს არ იტყვის.