ფეხბურთი

18:49 | 12.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” მირანდას გაუხანგრძლივა

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველმა მირანდამ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას მადრიდული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს. 

ბრაზილიელს “ატლეტიკოსთან” ძველი ხელშეკრულება 2014 წელს ეწურებოდა. მადრიდელებს ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა არ სურდათ და ახალი კონტრაქტის გაფორმებას მაქსიმალურად ჩქარობდნენ. სადღეისოდ, გუნდიდან მირანდას აბარგება აღარ განიხილება. 
ცნობისათვის, მირანდა “ატლეტიკოს” ყველაზე “უხეში” ფეხბურთელია: მიმდინარე სეზონის 24 მატჩში, ბრაზილიელმა 7 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო.
თეგებიმირანდა
0.137849