მადრიდის “ატლეტიკო” ფრანგული “მარსელის” ნახევარმცველის – მატიე ვალბუენას შეძენას გეგმავს. Le 10 Sport-ის ცნობით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ტრანსფერი იანვარში გაიჩარხოს.
როგორც ირკვევა, 29 წლის ფრანგი მადრიდული კლუბის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და პირადი კონტრაქტის დეტალები განიხილა. “ატლეტიკოს” ვალბუენას ტრანსფერი 10-12 მილიონი ევრო დაუჯდება.
ცნობისათვის, ვალბუენამ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი მიითვალა.