ფეხბურთი

18:57 | 28.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” ოსვალდოს იწვევს

მადრიდის “ატლეტიკო” იტალიური “რომას” ფორვარდის - პაბლო ოსვალდოს შეძენითაა დაინტერესებული. CNN-ის ცნობით, ესპანელები “ჯალოროსის” თავდამსხმელს რადამელ ფალკაოს შემცვლელად განიხილავენ.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მადრიდელები რომაელ კოლეგებს ოსვალდოს თაობაზე უკვე ესაუბრნენ. ჯერჯერობით, იტალიელები თავიანთ პოზიციას ღიად არ აფიქსირებენ, მაგრამ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ფორვარდის გაყიდვის წინააღმდეგნი არ არიან.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის აწ დასრულებულ სეზონში, ოსვალდომ 29 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124856