ფეხბურთი

14:50 | 21.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” კარდოსოს უმიზნებს

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მადრიდის “ატლეტიკო” ლისაბონის “ბენფიკას” ფორვარდის – ოსკარ კარდოსოს შეძენას შეეცდება. ამის შესახებ A Bola იუწყება.

აღშნიშნული წყაროს ინფორმაციით, მადრიდელები 30 წლის პარაგვაელს რადამელ ფალკაოს შემცვლელად განიხილავენ. მოგეხსენებათ, კოლუმბიელს არაერთი გრანდი ეპატიჟება და დიდი შანსია, დიეგო სიმეონეს გუნდი დატოვოს. აქედან გამომდინარე, “ატლეტიკომ” კარდოსოს შეძენა გადაწყვიტა. ჯერჯერობით, უცნობია, რა რაოდენობის თანხას მოითხოვს “ბენფიკა” თავდამსხმელის სანაცვლოდ.

ცნობისათვის, პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, კარდოსომ 25 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120663