ფეხბურთი

13:01 | 15.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” კაპელს სამშობლოში აბრუნებს

მადრიდის “ატლეტიკო” ლისაბონის “სპორტინგის” გარემარბის – დიეგო კაპელის შეძენას აქტიურად ცდილობს. A Bola-ს ცნობით, თავდაპირველად, პორტუგალიელებმა 25 წლის ესპანელი 12 მილიონ ევროდ შეაფასეს, ახლა კი, 7 მილიონ ევროდ, ტრანსფერზე თანახმანი არინ.

აღსანიშნავია, რომ “ატლეტიკოს” გარდა, “სევილიას” ყოფილი ნახევარმცველი “მარსელს”, “სუონსისა” და “ლივერპულსაც” სურთ, მაგრამ მადრიდელები ფავორიტები არიან. შესაძლოა, “ატლეტიკომ” ტრანსფერში თავდამსხმელი პიციც ჩართოს, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით ლა კორუნიის “დეპორტივოში” გაატარა.

ცნობისათვის, გასულ სეზონში, კაპელმა “სპორტინგის” მაისური 36 მატჩში მოირგო, სადაც 5 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

 

0.117757