მადრიდის “ატლეტიკო” იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ორ ფეხბურთელს – ხოსე მარია კალეხონსა (“ნაპოლი”) და მანოლო გაბიადინს (“სამპდორია”) აკვირდება.
მადრიდელთა სკაუტი ანდრეა ბერტა, ორი ტურის განმავლობაში იმყოფებოდა იტალიაში და ამ მოთამაშეთა ასპარეზობას აკვირდებოდა.
“ატლეტიკო” კალეხონს გასულ ზაფხულსაც აკვირდებოდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ორივე მოთამაშის დამატებას “როხიბლანკო” იანვარში შეეცდება.
ირაკლი ალიმბარაშვილი