მადრიდის “ატლეტიკო” მზადაა, რადამელ ფალკაოს სურვილის შემთხვევაში, ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვას. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის გენერალური დირექტორი მიგელ ანხელ გილ მარინი ავრცელებს.
“რადამელს ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში შევუთანხმდით, რომ თუ ის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაში დაეხმარებოდა, ჩვენ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავეთანხმებოდით. რადამელმა თავისი საქმე გააკეთა და ახლა, ჩვენ მის გასაშვებად მზად ვართ.” – ციტირებს “ატლეტიკოს” გენერალური დირექტორის სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ რადაელ ფალკაოს სახელს “ჩელსის”, “მანჩესტერ სიტისა” და “რეალს” უკავშირებენ.