ფეხბურთი

18:06 | 3.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო”: დიეგო კოსტა არ იყიდება

მადრიდის “ატლეტიკომ” ბრაზილიელი თავდამსხმელის, დიეგო კოსტას “ლივერპულში” გაყიდვა იუარა.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპული”, რომელსაც ლუის სუარესის გარეშე დარჩენა ემუქრება, მზად იყო, მადრიდელთა 24 წლის ფორვარდში 25 მილიონი ევრო გადაეხადა. თუმცა, “ატლეტიკოს” ოფიციალური განცხადების თანახმად, კლუბს კოსტას ტრანსფერთან დაკავშირებით არანაირი წინადადება არ მიუღია და რომც მიეღო, პასუხი უარყოფითი იქნებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135035