მადრიდის “ატლეტიკომ” და ლონდონის “ტოტენჰემმა” კატალონიის “ბარსელონას” ვეტერანი ფორვარდის – დავიდ ვილიას შეძენის სურვილი გამოთქვეს. ესპანური პრესის ინფორმაციით, ორივე მათგანი 12 მილიონი ევროს გადასახდელადაა მზად.
პრობლემა ისაა, რომ კატალონიელები გამოცდილ შემტევს ამ ფასად არ თმობენ და 15 მილიონ ევროს ითხოვენ. სავარაუდოდ, “ატლეტიკოსთან” და “ტოტენჰემთან” ერთად, ვილიასთვის ლონდონის “არსენალიც” იბრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ ვილიას “კამპ ნოუდან” აბარგების შესახებ ზამთრის სატრანსფერო სეზონშიც სერიოზულად საუბრობდნენ. საბოლოოდ, კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბმა “ელ გუახზე” სეზონის ბოლომდე დარჩენაზე დაითანხმა.