ფეხბურთი

2:23 | 19.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკო“ ჩემპიონობისკენ მიიწევს

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურის გახსნით მატჩში, გათამაშების ლიდერმა მადრიდის „ატლეტიკომ“ „ელჩეს“ სძლია და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, დიეგო სიმეონეს გუნდი უახლოეს მდევარ მადრიდის „რეალს“ 6 ქულით უსწრებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „სამეფო კლუბს“ მატჩი თადარიგში აქვს.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „ატლეტიკო“ ჟოელ მირანდამ დააწინაურა, რომელიც კუთხურისას შეტევაში ჩაერთო და ზუსტი თავური დარტყმა შეასრულა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მადრიდელთა მთავარმეგოლემ დიეგო კოსტამ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 2:0 დააფიქსირა.

 

 მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“.

ატლეტიკო - ელჩე 2:0 (0:0) 

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ლუისი, გოდინი, ტიაგუ, გაბი, კოკე (დიეგო 57), ვილია (სოსა 62), ადრიანი (გარსია 46), კოსტა.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ელჩე: ერერა, სეპუნარუ, სუარესი, პელეგრინი, ბოტია, რივერა, სანჩესი, მარკესი (ბოაკე 77), ხილი (ნიხესი 71), კორომინასი, ერერა (ჩავესი 57).

 წვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლი: 1:0 მირანდა (72), 2:0 კოსტა (90პ.)

გაფრთხილება: კოსტა (63), გარსია (74) - სეპუნარუ (50), კორომინასი (55), რივერა (63), პელეგრინი (65)

გაძევება: სეპუნარუ (90)

კარში დარტყმა: 14 (4) – 8 (3) ჯარიმა: 7 - 12 კუთხური: 7 - 6 თამაშგარე: 8 - 0 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 3 – 2

0.116974