ფეხბურთი

12:10 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

AS-ის მკითხველებმა დიეგო კოსტას ნეგრედო ამჯობინეს

“ვინ უნდა იყოს ესპანეთის ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი” – ამ შეკითხვით ესპანურმა გაზეთმა AS-მა მკითხველებს მიმართა, ოღონდ არჩევანის გაკეთება მხოლოდ “მანჩესტერ სიტის” ფორვარდ ალვარო ნეგრედოსა და მადრიდის “ატლეტიკოს” ბრაზილიელ შემტევ დიეგო კოსტას შორის სთხოვა.

ინჩადა უპირატესობას ნეგრედოს ანიჭებს – მას მხარი გამოკითხულთა 61,9 %-მა დაუჭირა.

შეგახსენებთ, დიეგო კოსტას ესპანეთის ნაკრებში თამაში სურს. მისით დაინტერესების შესახებ “ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემაც გააკეთა განცხადება, მაგრამ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ყველა ღონეს ხმარობს, რომ ფეხბურთელმა საწადელს ვერ მიაღწიოს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა კი დიეგო კოსტას სთხოვს, ესპანეთის ნაკრებში თამაშის სურვილი ოფიციალური განცხადებით დაადასტუროს.

 

 

0.120231