ფეხბურთი

12:41 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

არველაძის გუნდის პირველი ტრანსფერი

თურქეთის “ქასიმფაშამ”, რომლის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეა, 2014 წელს პირველი ტრანსფერი განახორციელა.

გერმანული პრესის ცნობით, თურქეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თუნაი თორუნი, რომელიც აქამდე “შტუტგარტში” ასპარეზობდა, არველაძის ხელმძღვანელობით ითამაშებს. ტრანსფერის თანხამ დაახლოებით 700000 ევრო შეადგინა, ხოლო თორუნის კონტრაქტის პირობები არ გახმაურებულა.

მიმდინარე სეზონში თორუნმა “შტუტგარტში” მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა. ხსენებულ კლუბში ის 2012 წელს ბერლინის “ჰერტადან” გადავიდა და წელიწადნახევრის განმავლობაში ერთი გოლის გატანის გარდა, ერთი საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ თურქმა ეს თავის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში მოახერხა, რომელიც გერმანიის თასზე “ფალკენზესთან” ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123255