ფეხბურთი

17:49 | 21.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

არველაძის და სანაიას ფრეები

თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-16 ტურში, “ქასიმფაშამ”, რომლის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეა, სტუმრად “რიზესფორთან” 0:0 ითამაშა.

“ქასიმფაშას” 31 ქულა აქვს და 18 გუნდში მე-2 ადგილზეა. არველაძის გუნდი პირველ პოზიციაზე მყოფ “ფენერბახჩეს” 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსან “გალათასარაის” 4 ქულით ასწრებს. თუმცა, “ქასიმფაშას” ერთი თამაშით მეტი აქვს.

საფრანგეთის ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) მე-16 ტურში, “ლუზენაკმა”, რომელშიც ამირან სანაია გამოდის, სტუმრად “კარკეფუსთან” 1:1 ითამაშა. ქართველი მარცხენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ორივე გოლის საწყის 14 წუთში გავიდა. “კარკეფუმ” ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა, ხოლო სტუმრებმა მე-14-ეზე გაათანაბრეს. “ლუზენაკს” 32 ქულა აქვს და 18 გუნდში მე-2 პოზიცაზეა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129623