ფეხბურთი

16:33 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

არველაძემ რიქსენი გააცილა

თურქული “ქასიმფაშას” მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ჰოლანდიელი ფეხბურთელის ფერნანდო რიქსენის გამოსათხოვარ მატჩში ითამაშა.

ხსენებული შეხვედრა ჰოლანდიისა ქალაქ სიტარდში ჩატარდა. ერთმანეთს რიქსენის მეგიბრების გუნდი და ადგილობრივი “ფორტუნა” დაუპირისპირდნენ. სხვათა შორის, რიქსენი კარიერას სწორედ ამ კლუბში იწყებდა, რომელიც დღესდღეობით ერსტედივიზიონში გამოდის.

თამაში 37 წლის ფეხბურთელის მეგობრებმა 5:2 მოიგეს. არველაძის გარდა, მიწვეულ სტუმრებს შორის ისეთი ცნობილი ფეხბურთელები იყვნენ, როგორიცა: რონალდ დე ბური, მარკ ვან ბომელი, ნაჩო ნოვო, ანატოლი ტიმოშჩუკი, როი მაკაი, ჯოვანი ვან ბრონხორსტი, დენი ლანზაატი, რონალდ ვატერეუსი.

აქვე გეტყვით, რომ არველაძესა და რიქსენს ერთად შოტლანდიის “გლაზგო რეინჯერში” უთამაშიათ.

ნახევარი წლის წინ, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ექსმოთამაშეს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა. მას ე.წ “ძრავის” ნერვების დაავადება აქვს, რომელიც საბოლოოდ პარალიჩს იწვევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110552