ფეხბურთი

16:44 | 27.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალში” “ფერგიუსონის ეფექტს” უფრთხიან

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობას ჯერაც ვერ გადაუწყვეტია როგორ გადაწყვიტოს არსენ ვენგერის საკითხი.

ვარაუდობენ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, 64 წლის ფრანგი სპეციალისტი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა, ბევრი რამ წლევანდელ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. გუნდს ჩემპიონატის მოგების შანსი აღარ შერჩა, მაგრამ ის იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და ინგლისის თასის დასაუფლებლად.

და მაინც, კლუბში შიშობენ, რომ მისმა წასვლამ, როდესაც 1996 წლიდან სწორედ “არსენალის” მწვრთნელად მუშაობდა, “ფერგიუსონის ეფექტი” არ გამოიწვიოს. გუნდში ყველაფერი ფრანგ სპეციალისტზეა აწყობილი და შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ახალი თავკაცი დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდეს.

ფეხბურთელები ამ თემაზე არ ფიქრობენ და მატიე ფლამინიმ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა:

“ამაზე არ ვფიქრობთ. გუნდი “მანჩესტერ სიტისთან” გასამართი მატჩისთვის ემზადება. ეს ჩვენი მომავალი არაა და მასზე ფიქრს არც ვაპირებთ”.

0.120957