ზამთრის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “არსენალი” ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდის – ფერნანდო ლიორენტეს შეძენას ეცდება. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.
“მეთოფეთა” თავკაც არსენ ვენგერს ლიორენტეს გადაბირება ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როდესაც თავდამსხმელი “ბილბაოს” ღირსებას. ტანმაღალი ფორვარდი “ბებერ სინიორაში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მაგრამ ახალ კლუბში თავი ვერაფრით დაიმკვიდრა.
მიმდინარე სეზონში, ლიორენტემ მოედანზე 161 წუთი გაატარა და ერთი გოლით გამოირჩა.