ფეხბურთი

14:53 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალს” კუადრადო სურს

ზამთრის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “არსენალი” ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველის – ხუან კუადრადოს შეძენას ეცდება. ამის შესახებ იტალიური მედიასაშუალებები იუწყებიან.

აპენინელი ჟურნალისტების მტკიცებით, “მეთოფეთა” აგენტები “ფიორენტინასა” და “კიევოს” მატჩს (2:1) დაესწრნენ და 25 წლის ნახევარმცველს უშუალოდ სტადიონიდან დააკვირდნენ.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ფინანსური დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115868