ფეხბურთი

21:38 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ველა დაიბრუნა

 

"სოსიედადის" თავდამსხმელი კარლოს ველა მომდევნო სეზონიდან ლონდონის "არსენალის" ღირსებას დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას  სან სებასტიანელთა პრეზიდენტი ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "მეთოფეებს" 25 წლის მექსიკელი ფეხბურთელის დაბრუნება 3.5 მილიონი გირვანქა დაუჯდებათ. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი ინგლისელებმა 2006 წელს "გვადალახარადან" 3 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინეს. მას შემდეგ ლონდონელებს ველა 5 კლუბში ჰყავდათ განათხოვრებული და საბოლოოდ 2012 წელს "სოსიედადს" 3.8 მილიონ ევროდ მიჰყიდეს.

გასულ სეზონში ველამ სან სებასტიანელთა რიგებში 52 მატჩი ჩაატარა და 21 გოლთან 14 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

გიორგი ბალახაძე

0.131489