მადრიდის “რეალის” ფორვარდი გონსალო იგუაინი კარიერას ლონდონის “არსენალში” განაგრძობს. CNN-ის ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი ირწმუნება, რომ “მეთოფეებმა” არგენტინელის ტრანსფერი უკვე შეათანხმეს.
კლუბებს შორის გარიგება ოფიციალურად უახლოეს საათებშივე გაფორმდება. ლონდონელებს იგუაინის ტრანსფერი 23 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდებათ.
რამდენიმე დღეში, იგუაინი ინგლისში ჩაფრინდება და “არსენალში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს გააფორმებს.