ლონდონის “არსენალმა” საშინაო არენა “ემირეითსის” ტერიტორიაზე გუნდის ყოფილ თავდამსხმელს დენის ბერგკამპს ძეგლი დაუდგა. საზეიმო ღონისძიება “სანდერლენდთან” ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩის წინ გაიმართა.
“არსენალის” წარმომადგენლებმა მკითხეს, წინააღმდეგ ხომ არ ვიქნებოდი, კლუბს ჩემთვის ძეგლი რომ დაედგა. ვუპასუხე, რომ ამას ჩემი თანხმობა ნამდვილად არ სჭირდებოდა. ეს შესანიშნავი კლუბია” – ციტირებს “მეთოფეთა” ტვიტერი ბერგკამპის სიტყვებს.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს, კლუბის 125-წლიანი იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებათა ფარგლებში “არსენალმა” სახელგანთქმული ფეხბურთელების ტონი ადამსის, ტიერი ანრის და მწვრთნელის ჰერბერტ ჩეპმენის ძეგლები გახსნა.
დენის ბერგკამპი ლონდონის “არსენალის” ღირსებას 1995-2006 წლებში იცავდა, გუნდის შემადგენლობაში 423 მატჩი ჩაატარა და 120 გოლი გაიტანა.