ლონდონის "არსენალს" "ვალენსიას" ესპანელი მეკარის, ვისენტე გუაიტას გადაბირება სურს. ჩრდილოლონდონელები მზად არიან, გუაიტას სანაცვლოდ 17 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.
კლუბის წარმომადგენელი დიკ ლოვი უკვე გაემგზავრა ესპანეთში. ის "ვალენსიას" პრეზიდენტ ამადეო სალვას შეხვდება და მეკარის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დაიწყებს.
ამადეო სილვას განცხადებით, თუ ფეხბურთელი მოითხოვს ტრანსფერზე დაყენებას, კლუბი ამ ფაქტს განიხილავს.
"ჩვენ არ გვინდა გუაიტას გაყიდვა და თუ მოლაპარაკება წარიმართება, რა თქმა უნდა, კლუბის ინტერესებს დავიცავთ. ჩვენ მას ახალ კონტრაქტს შევთავაზებთ. "არსენალის" დაინტერესების შესახებ არაფერი ვიცოდი და თუ ვინმეს მისი გადაბირება სურს, უნდა იცოდეს, რომ ვისენტეს ღირებულება 30 მილიონი ევროა". - ამადეო სილვას კომენტარს goal.com ავრცელებს.
სხვათა შორის, ვისენტე გუაიტას "ბარსელონაში" ვიქტორ ვალდესის შემცვლელადაც მოიაზრებენ.
გიორგი ბალახაძე