ლონდონის "არსენალი" ლისაბონის "სპორტინგის" 20 წლის ინგლისელი მცველით ერიკ დიერით დაინტერესდა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ გადაბირებას შეეცდება.
ერიკ დიერი ინგლისის 21-წლამდელთა ეროვნული ნაკრების წევრიცაა. ლისაბონელებს ახალგაზრდა მცველი ერთი პერიოდი "ევერტონის" 21-წლამდელებშიც ჰყავდათ განათხოვრებული.
გასულ სეზონში დიერიმ პორტუგალიის ჩემპიონატში მხოლოდ 13 შეხვედრა ჩაატარა. ახალგაზრდა მცველით ლივერპულის "ევერტონი" და ლონდონის "ტოტენჰემიც" არიან დაინტერესებულები. ინგლისელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 4 მილიონ ევროს შეადგენს.
გიორგი ბალახაძე