ლონდონის “არსენალი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კატალონიური “ბარსელონას” ერთბაშად ორი შემტევი ნახევარმცველის შეძენას აპირებს.
Daily Mail-ის ცნობით, ინგლისელების ყურადღების ქვეშ ჩილელი ალექსის სანჩესი და ესპანელი პედრო როდრიგესი მოხვდნენ.
“მეთოფეები” აცხადებენ, რომ ეს ტრანსფერები იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი კატალონიელები მათ სანაცვლოდ დიდ თანხას არ მოითხოვენ. მოცემული მომენტისთვის ცნობილია, რომ სანჩესის შეძენა ტურინის “იუვენტუსსაც” სურს და მისი ტრანსფერი 20 მილიონ გირვანქადაა შეფასებული.
25 წლის ჩილელმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში 18 გოლი გაიტანა. 26 წლის პედრომ 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი 15-ჯერ დალაშქრა.