ფეხბურთი

19:33 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ნანის უთანხმდება

 

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალი" “მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელ თავდამსხმელ ნანისთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

როგორც ირკვევა, არსენ ვენგერი უკვე ესაუბრა პორტუგალიელს და ტრანსფერი უახლოეს მომავალში შედგება. ლონდონელები "წითელ ეშმაკებს" 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 9 მილიონ გირვანქას გადაუხდიან.

მაისის თვეში იტალიური მედია იუწყებოდა, რომ ნანიმ "იუვენტუსთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და მომდევნო სეზონში იტალიაში ითამაშებდა.

2007 წელს "მანჩესტერმა" "სპორტინგს" პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის სანაცვლოდ 25.5 მილიონი ევრო გადაუხადა. გასულ სეზონში ნანიმ ინგლისური გუნდის მაისურით მხოლოდ 13 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113145