ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების მეკარეს იკერ კასილიასს კონტრაქტს სთავაზობს. EL Confidencial-ის ცნობით, “მეთოფეები” 33 წლის ფეხბურთელს სამწლიანი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში წლიურად 9 მილიონ ევროს გადაუხდიან.
მიიღებს თუ არა ბრიტანულ შეთავაზებას კასილიასი, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.