ლონდონის “არსენალი” თანაქალაქელი “ქუინზ პარკ რეინჯერსისგან” ვეტერანი მეკარის – ჟულიუ სეზარის შეძენას შეეცდება. ამის შესახებ The Telegraph-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “მეთოფეები” 33 წლის ბრაზილიელში 1.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან. გადაწყვეტილია, რომ სეზარი კონფედერაციის თასის შემდეგ ქპრ-ს დატოვებს და დიდი შანსია, სწორედ არსენ ვენგერის გუნდში გადაბარგდეს.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელის სამსახურით “რომა” და “ფიორენტინაც” არიან დაინტერესებულნი.