ფეხბურთი

11:53 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” ჯექსონ მარტინესის სანაცვლოდ 40 მილიონს იხდის

პორტუგალიური “პორტუს” კოლუმბიელი თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი კარიერის “ნისლიან ალბიონზე” გაგრძელებასთან ძალიან ახლოსაა.

ცნობილია, რომ თეო უოლკოტის უმძიმესმა ტრავმამ არსენ ვენგერი სასწრაფო წესით იანვრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა აიძულა. პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს ცნობით, “მეთოფეთა” მთავარი სამიზნე ახალგაზრდა ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა იყო, მაგრამ მადრიდის “რეალს” საკუთარი აღზრდილის გაშვება არ სურს.

ამრიგად, “არსენალი” “პორტუს” 27 წლის ფეხბურთელის ვარიანტზე გადაერთო და მის ხელში ჩასაგდებად თანხის დაზოგვასაც არ აპირებს. მარტინესის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 40 მილიონი ევროა მითითებული და ლონდონელები მზად არიან, რომ მის შესაძენად ასეთი სოლიდური თანხა გადაიხადონ. ვარაუდობენ, რომ გარიგება უახლოეს დღეებში შედგება.

პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატის 14 მატჩში მარტინესმა 12 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113815