ფეხბურთი

11:45 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: “არსენალში" ვრჩები

მედიაში გავრცელებული ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, "არსენალი" ლუის ვან გაალს მოსალაპარაკებლად დაუკავშირდა. თუმცა, “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ირწმუნება, რომ იგი “არსენალში” რჩება და წასვლას არსად აპირებს.

"კლუბს დიდი ხნის წინ მივეცი სიტყვა, რომ არსად წავიდოდი და ჩემი დაპირება ძალაში რჩება. აქ ვარ და ვაგრძელებ ჩემს სამუშაოს. პრემიერლიგაში შედეგის მისაღწევად ბევრი დრო და შრომაა საჭირო. რაც შეეხება დევიდ მოიესს, კიდევ ერთხელ ვამბობ, მისთვის დრო უნდა მიეცათ, რათა შედეგი ეჩვენებინა." _ განუცხადა beIN Sport-ს არსენ ვენგერმა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109559