კალათბურთი

17:18 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არმიამ” გუნდის დაკომპლექტება დაასრულა

საქართველოს ექსჩემპიონმა, გასული პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა “არმიამ” 2013-14 წლების სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტება დაასრულა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “არმიას” მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.

მართალია, “ძალოვნებს” ლეგიონერი არ ჰყავთ, მაგრამ გუნდი გამოცდილი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული და რომელიმე სინჯის მედლის მოპოვების ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატია.

“არმიას” შემადგენლობა: ზვიად ბაბიაშვილი (გუნდის კაპიტანი), ანატოლი ბოისა, ბექა წივწივაძე, გიორგი ჯგერენაია, გიორგი შარაბიძე, მიხეილ ბერიშვილი, ბუბა კვიმსაძე, ირაკლი კეიდია, ჟოლივეტ ტუჯანი-ტალბა, თეიმურაზ ბაბუნაშვილი, რატი ჯანაშია, ილია შიოლაშვილი, ტატო ჩაჩიბაია.

მთავარი მწვრთნელი: კოტე ტუღუში

ასისტენტები: ბუბა ბერიაშვილი, ვაჟა მხეიძე


0.129696