კალათბურთი

17:43 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

"არმიამ" ფარღალავა დაიმატა

სუპერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა, ბრინჯაოს მედლის მფლობელმა "არმიამ" უკანახაზელი ლაშა ფარღალავა დაიმატა.

ამის შესახებ "მსოფლიო სპორტს" "არმიას" მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ფარღალავამ 2012-13 წლების სეზონი "არმიაში" გაატარა და გუნდის მიერ ბრინჯაოს მედლის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ფარღალავამ 2013-14 წლების სეზონი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ "ოლიმპში" დაიწყო, შემდეგ ირანში წავიდა და კარიერა სერგო ათუაშვილის ყოფილ გუნდ "ესტეღლალ გეშმიშში" გააგრძელა. რადგან "ესტეღლალ გეშმიში" ირანის ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფს მიღმა დარჩა, ამიტომ მოუწია ფარღალავას სამშობლოში ნაადრევად დაბრუნება და არჩევანი "არმიაზე" შეაჩერა.

0.115592