კალათბურთი

20:31 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არმია” 2013-14 წლების სეზონს ლეგიონერების გარეშე ჩაატარებს

კალათბურთში საქართველოს ორგზის ჩემპიონი “არმია” ძირითადად, გამოცდილი, ქართველი კალათბურთელებით იქნება დაკომპლექტებული და აღნიშნულიდან გამომდინარე, 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონს ლეგიონერების გარეშე ჩაატარებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “არმიას” მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ ლეგიონერები არ გვეყოლება, ვეცდებით, დაკარგული პოზიციები დავიბრუნოთ”, - გვითხრა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ სამი წელია, რაც “არმია” არსებობს. ამ ხნის განმავლობაში “არმიამ” საქართველოში მოქმედი ყველა ტიტული (ჩემპიონატი, თასი, სუპერლიგა, დუდუ დადიანის მემორიალი, ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალი) მოიგო, ხოლო 2012-13 წლების სეზონში “ძალოვნები” მხოლოდ დადიანის მემორიალის მოგებით და ბრინჯაოს მედლით დაკმაყოფილდნენ.

0.113454