პრემიერლიგის 26-ე ტური სამშაბათს ოთხი მატჩით დაიწყო. კარდიფში “კარდიფ სიტიმ” და “ასტონ ვილამ” ერთმანეთს ვერ გაუტანეს. თუმცა უგოლო ფრემ არ უნდა მოგვატყუოს. გუნდებმა აბსოლუტურად განსხვავებული ორი ტაიმი ითამაშეს. პირველ ნახევარში მასპინძლის კვალობაზე უელსელებმა თავიდანვე შეუტიეს, განსაკუთრებით ზაჰა, ნუნი და კემპბელი აქტიურობდნენ, მაგრამ მეკარე გუზანის კარს გასაღები ვერ მოუძებნეს. მეორე ნახევარში სურათი რადიკალურად შეიცვალა. ახლა სტუმრებმა დაიწყეს სახიფათო მომენტების შექმნა, თუმცა დიდებულად ირჯებდა მეკარე დევიდ მარშალი. ბოლო წუთებზე მან სასწაულად მოიგერია დელფისა და ვაიმანის დარტყმები.
ჰალშიც ცოცხალი თამაში იყო მაგრამ მოწინააღმდეგეებს გატანაში ხან უზუსტობა, ხანაც უიღბლობა უშლიდა ხელს. ერთადერთი გოლი კი პორტუგალიელმა ჟოზე ფონტემ შეაგდო.
“ვესტ ჰემისა” და “ნორვიჩის” მატჩში კი ყველაფერი ბოლო წუთებზე გაირკვა. ექვსი წუთი რჩებოდა შეხვედრის დამთავრებამდე, როცა დიამეს გადაცემის შემდეგ კოლინზმა გაიტანა. მეორე კი უკვე მსაჯის წამატებულ მე-4 წუთზე, სენეგალელმა დიამემ მიითვალა.
“ჩელსიმ” ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. პირველ ტაიმში მასპინძლები დაცვაზე მეტს ფიქრობდნენ და და დაახლოებით 25-ე წუთამდე საგოლე მომენტი არცერთ კართან შექმნილა. მერე ტერიტორიული უპირატესობა “ჩელსიმ” მოიპოვა, ვილიანმა დაარტყა საჯარიმოს გარედან სახიფათოდ, მაგრამ ბურთი ოდნავ ასცდა კარს. მსაჯმა პირველ ტაიმს სამი წუთი დაამატა და სწორედ ამ დროს შეაგდო “ჩელსიმ.” ვილიანმა მარჯვნიდან მოაწოდა კუთხური, დავიდ ლუისმა ქუსლით შეაგდო ბურთი მეკარის ბაქანზე და იქ ყველას ბრანისლავ ივანოვიჩმა დაასწრო.
Mმეორე ტაიმიც “არისტოკრატთა” უპირატესობით დაიწყო, ეტო’ოს და იმავე ვილიანს ჰქონდათ მომენტები. ბოლო 20 წუთის განმავლობაში კი მასპინძლებმა იძალეს და ცოტა ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, შესაძლოა, სტუმრები საერთოდ უქულოდ გაეშვათ შინ. ალბიონელებმა “ლურჯები” საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ, თუმცა გატანა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს, 87-ე წუთზე ბერაინოს ჩაწოდების შემდეგ შეცვლაზე შესულმა ნიგერიელმა ვიქტორ ანიჩებემ თავურით გაათანაბრა. ამის შემდეგ მინდორზე ვითარება დაიძაბა, ემოციებმა იძალა. ფერნანდო ტორესმა და მასპინძელთა მეკარე ბენ ფოსტერმა კინაღამ დაჰკრეს ერთმანეთს, მაგრამ სერიოზულ ინციდენტამდე საქმე არ მისულა. არბიტრმა შეხვედრას 6 წუთი დაამატა, თუმცა აღარაფერი შეცვლილა.
“ჩელსი” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ ვაჯობეთ. მეამაყება, რომ ამ გუნდს ვწვრთნი. ჩემი მოსვლის შემდეგ ეს “ვესტ ბრომის” საუკეთესო მატჩი იყო. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, შესაძლოა, მოგვეგო კიდეც,” – უთხრა ჟურნალისტებს თამაშის შემდეგ მასპინძელთა ესპანელმა დამრიგებელმა პეპე მელმა.
“60 წუთის განმავლობაში მინდორზე ერთი გუნდი – “ჩელსი” იყო, მაგრამ ეტყობა რაღაც დავაკელით, საკიმარისი გოლები ვერ გავიტანეთ. მასპინძლები განსაკუთრებით ბოლო 20 წუთის განმავლობაში გააქტიურდნენ. ჩვენ მათ ბურთი დავუთმეთ და დაცვაშიც დავუშვით შეცდომები. სხვა მხრივ, დღეს ერთი ქულით მეტი გვაქვს, ვიდრე გუშინ გვქონდა,”- თქვა ჟოზე მოურინიუმ.
Kკარდიფ სიტი – ასტონ ვილა 0:0
Kკარდიფი. “კარდიფ სიტი სთედიუმი.” 27 597
Kკარდიფ სიტი: მარშალი, ტერნერი, თეოფილე კეტრინი, კოლკერი, ჯონი, მედელი, მატჩი (ეიკრემი 32), ნუნი, ჯონსი, კემპბელი, ზაჰა (დელი 61)
მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი
ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ბერტრანი, ბენეტი (ვაიმანი 70), ბეიკერი, დელფი, ვესტვუდი, ალბრიგტონი, ბაკუნა, აგბონლაჰორი, ბენტეკე
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
გაფრთხილება არ ყოფილა
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 2(6)-5(8), ჯარიმა: 6-9, კუთხური: 7-9, თამაშგარე: 4-3, სეივი: 6-3
ჰალ სიტი _ საუთჰემპტონი 0:1 (0:0)
ჰალი. ”კინგსტონი.” 23 670
Hჰალ სიტი: ჰარპერი, ფიგეროა (ბრეიდი 76), დევისი, მაკშეინი (ბოიდი 13), ბრიუსი, ჰადლსტოუნი, ელ მუჰამადი, მეილერი (ალუკო 75), ლივერმორი, ლონგი, იელავიჩი
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
საუთჰემპტონი: ბორუცი, იოშიდა, ჟოზე ფონტე, შოუ, დევისი (ვანაიამა 90+3), ლალანა (უარდ-პროუსი 88), კორკი, შნაიდერლინი, ჩემბერსი, როდრიგესი, ლამბერტი (გული 76)
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინიო
გოლი: 0:1 ჟოზე ფონტე (69)
გაფრთხილება: შოუ (45+2), ჟოზე ფონტე (48), შნაიდერლინი (82)
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 4(6)-5(3), ჯარიმა: 6-9, კუთხური: 2-2, თამაშგარე: 3-3, სეივი: 6-4
ვესტ ჰემი – ნორვიჩი 2:0 (0:0)
ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი.” 35 153
ვესტ ჰემი: ადრიანი, დემელი, მაკარტნი, კოლინზი, ტომკინსი, დაუნინგი, ნოლანი, ტეილორი (ნოჩერინო 77), ნოუბლი, ჯერვისი (დიამე 61), კარლტონ კოული (ბორიელო 46)
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
ნორვიჩი: რადი, ოლსონი, იობო, ბასონგი, მარტინი, ტეტი (ვან ვოფსვინკელი 86), ფერი, სნოდგრასი, ჯონსონი, რედმონდი (პილკინგტონი 81), ჰუპერი (ელმანდერი 76)
მწვრთნელი: კრის ჰოუტონი
გოლები: 1:0 კოლინზი (84), 2:0 დიამე (90+4)
გაფრთხილება: ნოჩერინო (47); ოლსონი (43), ჯონსონი (60), პილკინგტონი (90+3)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 5(3)-5(5), ჯარიმა: 11-14, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 2-0, სეივი: 6-5
ვესტ ბრომვიჩი – ჩელსი 1:1 (0:1)
ვესტ ბრომვიჩი. “ჰოუთორნსი.” 24 327
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, რიდი, რიჯუელი, მაკოლი, დოუსონი, ამალფიტანო (ანიჩებე 73), მორისონი, იაკობი (მულუმბუ 63), ბრანტი, ბერაინო, ბიფუმა (ვიდრა 78)
მწვრთნელი: პეპე მელი
ჩელსი: ჩეხი, კეჰილი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა, ვილიანი, რამირესი (მუჰამედ სალა 89) , მატიჩი, აზარი, ოსკარი (ობი მიკელი 79), ეტო’ო (ფერნანდო ტორესი 69)
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ
გოლები: 0:1 ივანოვიჩი (45+3), 1:1 ანიჩებე (87)
გაფრთხილება: ამალფიტანო (41), იაკობი (50), ანიჩებე (88); ვილიანი (67), ივანოვიჩი (76), დავიდ ლუისი (81), მატიჩი (89)
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 1(4)-3(6), ჯარიმა: 9-12, კუთხური: 5-8, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-0
მეგოლეები:
23 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
15 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”), სერხიო აგუერო (“სიტი”)
12 – იაია ტურე (3, “სიტი”), ედენ აზარი (2, “ჩელსი”)