მიუნჰენის “ბაიერნში” მოთამაშე ნიდერლანდელი ვარსკვლავი, არიენ რობენი არ მალავს, რომ ლუდი ძალიან უყვარს და თუკი თავისუფალი დრო აქვს, 1-2 კათხა ლუდს სიამოვნებით გეახლებათ. რობენის აზრით, მცირე რაოდენობის ლუდი ორგანიზმისათვის სასარგებელოც კია.
“პირველ რიგში უნდა გავმიჯნოთ ერთანეთისაგან ლუდის სიყვარული და ლუდით ალკოჰოლური თრობა. მე ლუდს ყოველთვის ვსვამდი, მაგრამ ეს არც ჩემს წონას დატყობია და ალბათ არც სპორტულ კარიერას. სხვათა შორის, ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ, რომლებიც კარგ ლუდზე უარს არ ამბობენ და ამის პარალელურად, ფეხბურთსაც კარგად თამაშობენ” – განაცხადა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა.