ფეხბურთი

13:36 | 25.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

არდა თურანისთვის ბრძოლაში “ჩელსიც” ჩაერთო

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “ჩელსი” მადრიდის “ატლეტიკოსგან” არდა თურანის შეძენას შეეცდება. მოგეხსენებათ, თურქის დაბრუნება სტამბულის “გალათასარაისაც” სურს, მაგრამ როგორც კლუბის პრეზიდენტმა იუნალ აისალმა განაცხადა, “არისტოკრატებთან” კონკურენტცია გაუჭირდება.

“თურანისთვის ბრძოლაში “ჩელსიც” ჩაერთო. ცხადია, მადრიდელებს იმაზე მეტს ვერ შევთავაზებთ, ვიდრე ლონდონელები გადაიხდიან”, - განუცხადა “გალათასარაის” პრეზიდენტმა Milliyet-ს.

ცნობისათვის, არდა თურანს “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11532