ფეხბურთი

13:47 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

არდა თურანი 2017 წლამდე მადრიდელია

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა არდა თურანმა კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას მადრიდელთა პრესსამსახური ავრცელებს.

“ახალი კონტრაქტის გაფორმებამ ძალიან გამახარა. “ატლეტიკოში” გატარებული 2 სეზონის შემდეგ, თავს ოჯახის სრულყოფილ წევრად ვგრძნობ”, - განაცხადა თურქეთის ეროვნული ნაკრების გარემარბმა.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, 26 წლის თურანმა “ატლეტიკოს” მაისურით 7 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116871