ნამდვილად მრისხანეა "პადერბორნი", თუ მათი ლიდერობა დებიუტანტებისთვის ჩვეული კარგი სტარტით იყო გამოწვეული? ამ კითხვას მიუნხენში უნდა გასცემოდა პასუხი და გაეცა. არც ისე წვიმს, როგორც ქუხსო – ამაზეა ნათქვამი. ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა საწყის 14 წუთში საქმე მოამთავრა: ჯერ არიან რობენ-ტომას მიულერ-მარიო გიოტცეს კომბინაცია დასრულდა გიოტცეს გოლით, მალევე ფილიპ ლამის პასით რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა – 2:0.
მეორე ნახევარში კი ისევ გიოტცემ გაიტანა, რომელმაც მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა. მშვენიერ ფორმაშია მუნდიალის უმნიშვნელოვანესი, ოქრის გოლის ავტორი – შედარებაც არაა შარშანდელ გიოტცესთან.
ბოლოს კი ისევ რობენმა იაქტიურა და მიულერს დაეხმარა გოლის გატანაში. ჰოლანდიელმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. საბოლოოდ, 4:0.
გრძელდება "ვერდერის" წარუმატებელი სერია, "მუსიკოსები" ამჯერად "შალკეს" დაეჩაგვრინნენ. არადა, იენს კელერის გაწვრთნილი გელზენკირხენელებიც ცუდ დღეში იყვნენ, ამ ტურამდე მოგება არ ჰქონდათ აქტივში. 0:3 "ხუმარების' სასარგებლოდ, თანაც, დისკვალიფიცირებული დრაქსლერის გარეშე. "ვერდერის" მწვრთნელ რობინ დუტს სკამი ძალიან შეერყა.
"მაინცი" ორ ბურთის სხვაობით იგებდა "აინტრახტთან" გასვლაზე, მაგრამ 2:2-ს დასჯერდა. ისე როგორ იქნებოდა, შინჯი ოკაზაკის არ გაეტანა. "მაინცის" იაპონელმა ფორვარდმა სეზონში მეხუთე ბურთი მიითვალა და ბომბარდირთა შორის ლიდერობს.
საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა "ჰოფენჰაიმისა' და "ფრაიბურგის" მატჩი. "ფრაი" ორი ბურთით იგებდა, მასპინძლებმა გაათანაბრეს, შემდეგ ჩეხმა დარიდამ პენალტით წინ გაიყვანა "ფრაიბურგი", მაგრამ მალევე გააძევეს. ბოლო წუთზე კი "ჰოფენჰაიმი" ვესტერგაარდის გოლმა იხსნა მარცხისგან – 3:3. აღსანიშნავია, რომ სტუმართაგან დუბლი შეასრულა ფრანტცმა, რომელსაც უკვე 4 გოლი მოუგროვდა სეზონში.
საინტერესოა, რომ "ჰოფენჰაიმს" წაგება არა აქვს, "ფრაიბურგს" კი მოგების გრაფაში უწერია ნული. 90-ე წუთამდე საქმე იქით მიდიოდა, რომ ნავსი უნდა გატეხილიყო, მაგრამ ვესტერგაარდი სხვაგვარად ფიქრობდა.
ბაიერნი – პადერბორნი 4:0 (2:0)
ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბოატენგი (რაფინია 46), დანტე, ალაბა, როდე, ალონსო (ჰოიბერგი 80), რობენი, მიულერი, გიოტცე, ლევანდოვსკი (ბერნატი 76)
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
პადერბორნი: კრუზე, ჰაინლოთი (კოჩი 46), შტროჰდაიკი, ჰიუნემეიერი, ბრიუკნერი, ციგლერი, ვემერი, რუპი (დუკში 76), შტოპელკამპი, ოუალი (ვრანჩიჩი 62), კაჩუნგა
მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი
გოლები: 1:0 გიოტცე (8), 2:0 ლევანდოვსკი (14), 3:0 გიოტცე (78), 4:0 მიულერი (86)
მსაჯი: შტეგემანი
აინტრახტი – მაინცი 2:2 (1:2)
აინტრახტი: ტრაპი (ვიდვალდი 90), ჩენდლერი (შტენდერა 73), სამბრანო, რუსი, ოჩზიპკა, ჰასებე, ინუი, იგნიოვსკი, პიაზონი (აიგნერი 58), სეფეროვიჩი, მეიერი
მწვრთნელი: თომას შააფი
მაინცი: კარიუსი, ბროზინსკი, ბელი, ბუნგერტი, დიასი, გაისი, ბაუმგარტლინგერი,
მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი
გოლები: 0:1 ჰოფმანი (41), 0:2
გაფრთხილება: სეფეროვიჩი (26), ბელი (56),
მსაჯი: ბრიხი
ჰოფენჰაიმი –ფრაიბურგი 3:3 (1:2)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, რიდი, შტრობლი, შიულე, ბეკი (შიპლოკი 87), ვესტერგაარდი, პოლანსკი (შვეგლერი 62), ელიუნუსი, ფირმინო, შალაი (მოდესტე 71), ვოლანდი
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
ფრაიბურგი: ბიურკი, მუიჯა, კრმაში, კემპფი, გუნტერი, შმიდი, შუსტერი (გუედე 67), დარიდა, კლაუსი, ფილიპი (ფრაისი 83), ფრანტცი (რიტერი 81)
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
გოლები: 0:1, 0:2 ფრანტცი (31, 33), 1:2 ელიუნუსი (44), 2:2 რუდი (63), 2:3 დარიდა (75 პენ), 3:3 ვესტერგაარდი (90)
გაფრთხილება: კლაუსი (54), მუიჯა (56), ბეკი (57), შუსტერი (60), შტრობლი (75), რუდი (90+2)
გაძევება: დარიდა (81)
მსაჯი: კინჰოფერი
ვერდერი – შალკე 0:3 (0:0)
ვერდერი: ვოლფი, ბუში, კალდიროლა, ლუკიმია-მულონგოტი, გარსია, ბარტელსი, გალვესი (ჰაიროვიჩი 64), იუნუზოვიჩი, ელია (აიჩიეკი 71), დი სანტო, ზელკე (კროოსი 87)
მწვრთნელი: რობინ დუტი
შალკე: ფარმანი, უჩიდა, ნოიშტადტერი, აიჰანი, ფუხსი, ჰიოგერი (მატიპი 67), აოგო, სემი (კლემენსი 46), მეიერი (ბარნეტა 79), ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი
მწვრთნელი: იენს კელერი
გოლები: 0:1 მეიერი (48), 0:2 ნოიშტადტერი (51), 0:3 ბარნეტა (85)
გაფრთხილება: ჰუნტელაარი (16), ჰიოგერი (21), დი სანტო (25), ზელკე (35), აოგო (61), გარსია (77), კალდიროლა (89), იუნუზოვიჩი (90+1)
მსაჯი: შტარკი
ილია კახელიშვილი