ქართულმა კლუბებმა – თბილისის “დინამომ” და გორის “დილამ” ევროპის ლიგის 2013-2014 წლების გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე თამაშის შანსი საბოლოოდ დაკარგეს. უეფას შტაბ-ბინაში ის კლუბი გამოირკვა, რომელიც ევროტურნირებიდან მოკვეთილ სტამბულის “ფენერბახჩეს” შეცვლის. ყველაზე იღბლიანი კვიპროსული აპოელ-ი აღმოჩნდა.
გარდა ამისა, მოხდა კიდევ ერთი თურქული კლუბის ჩანაცვლებაც – უეფამ “ბეშიქთაშის” აპელაცია არ დააკმაყოფილა და მის ნაცვლად, გათამაშებაში ნორვეგიული “ტრომსო” ჩართო. მოგეხსენებათ, ნორვეგიელები ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ სავალი გზიდან სწორედ “ბეშიქთაშმა” ჩამოიშორა.