ჩოგბურთი

10:47 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

აპენინელმა კალიფორნიაში იმარჯვა

32 წლის იტალიელმა ფლავია პენეტამ ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის ქალთა ტურნირის ფინალში რეიტინგსიის მესამე ნომერ აგნეშკა რადვანსკას 6:2, 6:1 მოუგო და კარიერის განმავლობაში ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებაზე სწორედ კალიფორნიის შტატში იმარჯვა. ფლავიამ ამ გამარჯვებით მილიონი დოლარი და 1000 სარეიტინგო ქულა მიიღო.

რადვანსკა-პენეტას ფინალმა მხოლოდ საათსა და 13 წუთს გასტანა. ფლავიამ 5 ბრეიკი, 3 ეისი შეასრულა და აგნეშკასთან პირადი შეხვედრების უარყოფითი ბალანსი მინიმუმამდე დაიყვანა – 3:4.

“წარმოუდგენლად გახარებული ვარ. რამდენიმე დღე დამჭირდება, რათა მომხდარი ბოლომდე გავიაზრო. ტურნირის დაწყებამდე ვერცკი წარმოვიდგენდი, ჩემპიონი რომ გავხდებოდი ან თუნდაც ნახევარფინალამდე გავაღწევდი. უბრალოდ კარგი ჩოგბურთის ჩვენება მინდოდა. საბედნიეროდ, ჩემპიონიც გავხდი – ამ მომენტს დიდხანს ველოდი”, - განაცხადა პენეტამ გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასის გადაცემის საზეიმო ცერემონიალის დროს.

0.126857