ჩოგბურთი

21:47 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

აპენინელის ორმაგი ტრიუმფი გერმანიაში

 26 წლის იტალიელმა ფაბიო ფონინიმ ბოლო კვირის განმავლობაში ზედიზედ 2 ტიტული მოიგო. მან ჯერ შტუტგარტის შეჯიბრებაზე იმარჯვა, დღეს კი ჰამბურგის ტურნირის ფინალში 22 წლის არგენტინელ ფედერიკო დელბონისს 4:6, 7:6 (10:8), 6:2 მოუგო და სარეიტინგო 500 ქულასთან ერთად 251200 გირვანქა საპრიზო თანხაც დაიმსახურა.

დღევანდელ ფინალში რეიტინგსიის 114-ე ნომერმა დელბონისმა პირველი პარტია მოიგო, მეორე სეტში ფონინიმ ტაი-ბრეიკით ანგარიში გააყაიმა, მესამეში კი აპენინელის უპირატესობა აშკარა იყო. ეს მეტოქეები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ და ჰამბურგის წლევანდელი ტურნირის ფინალმა 2 საათსა და 27 წუთს გასტანა.

აქვე მოგახსენებთ, რომ შტუტგარტსა და ჰამბურგში ნაჩვენები საჩემპიონო შედეგის წყალობით ფაბიო ფონინი ხვალ დილას გამოსაქვეყნებელ რეიტინგში მოწინავე ოცეულში აღზევდება.

0.118711